გრიგორი კარასინი: რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზად არის
24-12-2015, 07:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზად არის" - აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტთან" საუბრისას გააკეთა.

 

 

"დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატივა ეკუთვნოდა მაშინდელ ქართველ მმართველს. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად მზად ვართ" - განაცხადა კარასინმა.

 

 

საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის აღების წესის გამარტივების თაობაზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება 22 დეკემბერს გააკეთა.

 

 

სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ 17 დეკემბერს შემაჯამებელ წლიურ პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული განცხადება, რომლითაც მან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა. პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის შესახებ განაცხადი, ევროკავშირის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე გააკეთა.

 

 

კომენტარები: 1
#1  ნუგზარი
      
დაგვიბრუნეთ წართმეული და ვიმეგობროთ
25 დეკემბერი 2015 10:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი