საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა წითელი ჯვრის მოწყალების დას, მარიამ მაყაშვილს სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. აღნიშნული ღონისძიება ამ წუთებში ოქროყანაში მიმდინარეობს.
„წინა საუკუნის 20-იან წლებში დაიღუპა პატარა გოგო. გოგო რომელსც ჰქონდა ნათელი იმედები მომავალი ცხოვრების, ფიქრობდა ოჯახზე, ფიქრობდა როგორ წავა ევროპაში. მაგრამ აღმოჩნდა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება - საქართველოს თავისუფლება, რომლის დათმობის ფონზეც ეს ყველაფერი უკვე შეუძლებელი იყო. 19 წლის მარო მაყაშვილი, რომელიც აქ დაიღუპა იმ ახალგაზრდა იუნკერებთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდბლობისათვის, გახდება პირველი ქალბატონი, რომელსაც მიენიჭბა ეროვნული გმირის წოდება“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მარო მაყაშვილი საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში, თბილისის მისადგომებთან დაიღუპა. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, წითელ ჯვარში მოხალისედ ჩაეწერა და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. 1921 წლის 19 თებერვალს სასიკვდილოდ დაიჭრა. დაკრძალულია ქართველ იუნკერებთან ერთად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.