პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ მეორე არხზე, გადაცემა "არგუმენტების დროში" განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილს თავად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებელი, ირაკლი ღარიაბაშვილი ხვალ, 25 დეკემბერს, წარადგენს. "ოთხ კანდიდატურაზე იყო ლაპარაკი და ჩვენ ჩამოვყალიბდით ერთ კანდიდატზე. გიორგი კვირიკაშვილს ხვალ უმრავლესობაში მოიყვანს პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ღარიბაშვილი და წარმოგვიდგენს, ხვალ, 10.00 საათზე, პარლამენტში, თბილისში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ამის შესახებ უმრავლესობა შეთანხმებულია და განწყობა არის პოზიტიური. "გიორგი კვირიკაშვილი არის იმ პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენელი, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი არის და მე მგონი იქნება აღიარებული ერთ-ერთი ლიდერი, როგორც ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.