თავის საშობაო ქადაგებაში რომის პაპმა ფრანცისკმა მსოფლიოს რომაული ეკლესიის 1.2 მილიარდი კათოლიკე გააფრთხილა, ნუ იქნებიან "მოწამლულნი" ქონების მოყვარულობით. მან იმ მსოფლიოში, რომელიც "მომხმარებლობით და ჰედონიზმით, სიმდიდრით და მფლანგველობით არის მოცული", მორწმუნეებს მეტი ზომიერებისკენ მოუწოდა.
პაპმა წმინდა პეტრეს ბაზილიკურ ეკლესიაში შობის წინა ღამის მესა 10 000 მორწმუნის წინაშე აღავლინა. დღეს იგი ტრადიციულ საშობაო გზავნილს წმინდა პეტრეს მოედანზე ცენტრალური აივნიდან წარმოთქვამს. პაპმა განაცხადა, რომ შობა ის დღეა, როცა "კიდევ ერთხელ უნდა აღმოვაჩინოთ, თუ ვინ ვართ ჩვენ".
მან მოუწოდა მორწმუნეებს აჩვენონ იგივე უბრალოება, როგორსაც ყრმა იესო აჩვენებდა, ბავშვი, რომელიც "დაიბადა სიღარიბეში, ბაგაში, მიუხედავად მისი ღვთაებრიობისა", დაიბადა იმისათვის რომ შთაეგონებინა მათი ცხოვრება.
"საზოგადოებაში, რომელიც ხშირად მოწამლულია მომხმარებლობით და ჰედონიზმით, სიმდიდრით და მფლანგველობით, გამოჩენის მოყვარულობითა და ნარცისიზმით, ეს ბავშვი მოგვიწოდებს ჩვენ, ვიმოქმედოთ ზომიერად, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიაროთ იმ გზით, რომელიც არის უბრალო, გაწონასწორებული, თანმიმდევრული, ვიყოთ დანახვის უნარის მქონენი, და იმის მკეთებელნი, რაც არსებითია," განაცხადა პაპმა.
წირვაზე უსაფრთხოების მკაცრი ზომები იყო მიღებული. პოლიციას ვატიკანის გარშემო სპეციალური საგუშაგოები ჰქონდა მოწყობილი. თითოეული ის ადამიანი, რომელიც შედიოდა ბაზილიკაში, ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე დიდ ეკლესიაში, შემოწმებას დეტექტორების მეშვეობით გადიოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.