პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი წარადგინეს. უმრავლესობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და დავით უსუფაშვილი ერთად მივიდნენ.
სხდომის დაწყებამადე ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ განუცხადა, რომ გუშინ დილიდან მიმდინარეობდა კონსულტაციები პარლამენტსა და კანცელარიას შორის, მათ შორის რამდენიმე საუბარი გაიმართა პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ღარიბაშვილთან.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თქვა, რომ კვირიკაშვილზე არჩევანი იმის გამო შეჩერდა, რომ "ის ქართული ოცნების" პოლიტიკური ოჯახის წევრია და კარგი მონაცემები აქვს". რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებას, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ეს საუბრები მიმდინარეობს, თუმცა იგი მომდინარეობს საექსპერტო და არა სამთავრობო წრეებიდან.
"ჯერჯერობით ამაზე საუბარი ადრეა", - აღნიშნა ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.