მიუხედავად იმისა, მართლა გული გვისკდება ყველას ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების გამო, დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე გააკეთა, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი კვირიკაშვილი უკვე წარადგინეს.
კვაჭანტირაძემ ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" შეთანხმდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინოს. "მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმ შრომისთვის, ღვაწლისთვის, რომელიც გასწია, როგორც პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ისე ჩვენი კოალიციის ლიდერის პოსტზე. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ყველა გული გვისკდება მისი გადაწყვეტილების გამო, დარწმუნებული ვარ ბატონი ირაკლი ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, ყველა სასიკეთო საქმეში, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.