პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ცვლილებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით გუნდი და არ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან, დრამატულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. რამდენიმე ცვლილება შესაძლებელია იყოს", - განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.
კვირიკაშვილმა ნდობის გამოცხადებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მადლობა გადაუხადა.
"უპირველესად მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლის, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე ერთად გავაკეთეთ და მე წილად მხვდა ბედნიერება რომ ვყოფილიყავი ვიცე პრემიერი, როდესაც ბატონი ირაკლი იყო პრემიერ მინისტრი და ასევე იმ ნდობისთვის, რომელიც მან სულ ცოტა ხნის წინ გამომიცხადა. ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უმრავლესობის თითოეულ წევრს, რომელმაც ნდობა გამოხატა ჩემი პრემიერ მინისტრობის პოსტზე წარსადგენად. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და თითოეული მოქალაქის წინაშე და მე ვეცდები, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში", განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.