საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენილ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო უმრავლესობა სრულ ნდობას უცხადებს.
უსუფაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალში ძალიან ბევრ საქმეს კიდევ ერთად გააკეთებენ.
"მე მინდა მიმავალ პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ჩემს მეგობარ ირაკლის, დიდი მადლობა მოვახსენო გაწეული საქმიანობისთვის პრემიერ მინისტრობის პოსტზე, მინისტრად მუშაობის დროს, ოპოზიციაში ერთად ყოფნისთვის და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ ძალიან ბევრ საქმეს კიდევ ერთად გავაკეთებთ," აღნიშნა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ახალ წლამდე ახალი მთავრობა ეყოლება. იგი პრემიერ მინისტრობის კანდიდატს წარმატებებს უსურვებს და ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მას სრულ ნდობას უცხადებს.
"მე მინდა გიორგი კვირიკაშვილს ვუსურვო წარმატებები. გიორგი საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად წარადგინა ჩვენს საერთო კოალიციურ კანდიდატად. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ძალიან დიდი შრომა იქნება გაწეული იმისთვის, რომ ჩვენ დავასრულოთ ეს პროცესი და ახალ წლამდე საქართველოს ჰყავდეს ახალი მთავრობა. გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი გუნდის ძალიან აქტიური წევრი პირველი დღიდან დღემდე და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა მას უცხადებს სრულ ნდობას და მე დარწმუნებული ვარ რომ, პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი ასევე მას გამოუცხადებს ნდობას," აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.