საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილს ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი შეკითხვა მას ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ვიცე-პრემიერმა, ამერიკაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში მცხოვრებმა, თემურ ბასილიამაც დაუსვა.
თემურ ბასილია დაინტერესდა, თუ რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ იმ ხალხმა, ვინც წინა რეჟიმის დროს პოლიტიკურად იდევნებოდა და ქვეყანა დატოვეს, სამართალი დაიბრუნონ.
თემურ ბასილიას შეკითხვა:
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, როდესაც თქვენი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა, ქართველი ხალხი, განსაკუთრებით ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკურ დევნაში იყვნენ, ოპტიმიზმით აივსნენ, რომ მიიღებდნენ სამართალს. თქვენ ასევე იცით, რომ უამრავმა ადამიანმა და მათმა ოჯახებმა, ვინც პოლიტიკურად იდევნებოდა, დატოვა საქართველო და შეერთებულ შტატებში, ამ დიდებულ ქვეყანაში ჰპოვა თავისი ახალი ბინა. საქართველოში ახლა ბევრი პრობლემა არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინა რეჟიმის შეცდომის გამოსწორება და წინა რეჟიმის მსხვერპლთათვის შანსის მიცემაა, თავიდან დაიწყონ თავიანთი ცხოვრება. რა დროში მოხდება ეს და რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა დაიბრუნონ სამართლიანობა?", - მიმართა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ვიცე-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილს.
ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი:
"ჩვენ უკიდურესად შეწუხებულნი ვართ, რადგან ვიცით, რომ წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს უამრავი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა, როდესაც ყველა დაკავება და დევნა სამწუხაროდ, პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ვფიქრობ, ჩვენ თითოეული საქმე ინდივიდუალურად უნდა შევისწავლოთ. არ შემიძლია, ახლავე გაგცეთ პასუხი, მაგრამ შესაბამის უწყებებს დავავალებ შეისწავლონ თქვენი საქმე და ვეცდებით, მოკლე დროში გაგცენ პასუხი. სამართლიანობის აღდგენა იყო და არის ჩემი ადმინისტრაციის დიდი გამოწვევა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს პასუხი გავცეთ და გადავჭრათ მათი პრობლემები, რაც შეიძლება მალე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თემურ ბასილიას საპასუხოდ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.