საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ მინისტრის ახალი კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. ამის შესახებ მარგველაშვილმა ამ წუთებში მიმდინარე ბრიფინგზე განაცხადა.
"შემოსულია საქართველო პრემიერ მინისტრის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება. ამდენად, ამ ორი, სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე როგორც პრემიერ მინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერ მინისტრის კანდიდატურის წარდგენას. ამდენად, ამჯერად ჯერი საქართველოს პარლამენტზეა," განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.