ილია მეორე: მე მუდამ ვგრძნობდი უფლის სიახლოვეს, რომელსაც უჭირავს ჩემი ხელი და მატარებს ურთულეს გზებზე
25-12-2015, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მუდამ ვგრძნობდი უფლის სიახლოვეს, რომელსაც ეჭირა ჩემი ხელი და მატარებდა უფლის გზებზე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.



უწმინდესის და უნეტარესის თქმით, 38 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ღვთის მადლითა და შეწევნით. "მე ვმადლობ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. ამ წლების მანძილზე მე მუდამ ვგრძნობდი უფლის სიახლოვეს, რომელსაც უჭირავს ჩემი ხელი და მატარებს ურთულეს გზებზე. უფალს ძალიან უყვარს საქართველო და მთელი მსოფლიო, ძალიან ხშირად გვიგზავნის განსაცდელებს, მაგრამ არასდროს არ გვშორდება. წყალობა უფლისა და მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა", - ბრძანა უწმინდესმა.



პატრიარქმა ამბიონზე მიიწვია ტაძარში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი. ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ტაძარში მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ. პატრიარქმა ყველა მათგანი დალოცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი