გიორგი მარგველაშვილი: ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნა მიუღებელია ქართველი საზოგადოებისთვის
25-12-2015, 04:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის მიუღებლობა ყალიბდებოდა იმ საქმეებიდან გამომდინარე, რომლებმაც გააერთიანა ქართული საზოგადოება და რომლებიც გამაოგნებელი იყო სტრასბურგისთვის“ - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

 


„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას. ასეთი გადაწყვეტილების მიმართ მიუღებლობა ქართველი საზოგადოებისა ამ დღეების განმავლობაში ნათლად გამოჩნდა. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემს მიერ დანიშნულმა ერთმა წევრმა დატოვა ეს კენჭისყრა. სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება - ეს არის ჩვენი ვალდებულება. პრეზიდენტს შეუძლია წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რასაც მე პასუხისმგებლობით განვახორციელებ. სამართლიანი სასამართლოსთვის ბრძოლა საქართველოში გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან.

 


ჩემს მიერ წარდგენილი მოსამართლეები არიან განწესებულნი უზენაესს სასამართლოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ კასაცია იმუშავებს ეფექტურად. მე პრეზიდენტის უფლებებს გამოვიყენებ ბოლომდე, იმისთვის რომ საქართველოს ბოლოსდაბოლოს ჰქონდეს სამართლიანი სასამართლო” - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი