ლევან მურუსიძე: პრეზიდენტის გამოსვლა და შეფასება კენჭისყრის შედეგების, მიმაჩნია, რომ არის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე
25-12-2015, 06:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლევან მურუსიძე, რომელიც დღეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს, პრეზიდენტს სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მურუსიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი ხელისუფლება, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას.



"მე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, მინდა განვაცხადო, რომ ხელში მიჭირავს საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მინდა აღვნიშნო, რომ მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტმა გამოგვიგზავნა და ამ კონსტიტუციაში საუბარი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე. ჩემი სურვილი იქნებოდა, ეს რეალურად განხორციელებულიყო ცხოვრებაში და არ დარჩენილიყო ქაღალდზე. როდესაც კენჭისყრები დასრულებული არ არის, პრეზიდენტის გამოსვლა და შეფასება კენჭისყრის შედეგების, მიმაჩნია, რომ ეს არის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და მე მინდა კიდევ ერთ გარემოებას გავუსვა ხაზი. როდესაც 2013 წელს მე ამირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად, მაშინაც მქონდა განხილული გირგვლიანის საქმე, მაშინაც პრეზიდენტს ასევე ძალზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, თუმცა არც მას და არც სხვას არ გახსენებია აღნიშნული საქმე და არავის გამოუხატავს მძაფრი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძე არჩეული იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. ჩემი მოწოდება არის, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი ხელისუფლება, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ამას ყველამ უნდა სცეს პატივი. კონსტიტუციაში გათვალისწინებული ხელისუფლების განაწილების პრინციპი შესრულდეს არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურად, ცხოვრებაში", - განაცხადა მურუსიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი