სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ეხმაურება. მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი საზოგადოების სრულიად ჯანსაღი, საფუძვლიანი და სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ კობახიძე Facebook -ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მე პატივს ვცემ სასამართლო ხელისუფლებას, როგორც დამოუკიდებელ შტოს, პატივს ვცემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც დამოუკიდებელ ორგანოს, არ ვერევი მათ საქმიანობაში და ვერ მოვახდენ მათი გადაწყვეტილების რევიზიას, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი, ჩემი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირო ბატონი მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს არის საზოგადოების სრულიად ჯანსაღი, საფუძვლიანი და სამართლიანი მოთხოვნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება!“,-წერს მანანა კობახიძე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.