ზაზა ხატიაშვილი: სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეები და პროკურორები ივანიშვილმა თავზე დაგვასვა
25-12-2015, 07:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნების" მიერ არჩეული იუსტიციის საბჭოს სამი წევრის დახმარებით, მოსამართლეობის მანდატი შეინარჩუნა გირგვლიანის, მოლაშვილის, მიქიაშვილის და სხვა უამრავი უკანონობის ავტორმა ლევან მურუსიძემ. ამასთან დაკავშირებით ადვოკატი მიმართვას ავრცელებს.


"თანამემამულენო! დღეს, საქართველოს ჰყავს ახალი მურუსიძეები: ევა გოცირიძე, კახაბერ სოფრომაძე და ვახტანგ თორდია. ჩემო დებო და ძმებო! ვამბობდი, რომ ივანიშვილი გარიგებული იყო სააკაშვილის რეჟიმთან, მაგრამ არავინ მიჯერებდით. ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ გაყვანილი იუსტიციის საბჭოს წევრებმა ხმა მისცეს ლევან მურუსიძეს, რითაც სამუდამოდ დაასამარეს სამართლიანი სასამართლოს იდეა. როდესაც გერმანიაში დამთავრდა ჰიტლერის რეჟიმი, ის ხალხი ვინც ხმას არ იღებდა, გამოვიდა და ბოდიში მოუხადა სამოქალაქო საზოგადოებას, იტალიაში მუსოლინის რეჟიმის შემდეგ, მუსოლინის მოსამართლეებს და პროკურორებს არ ჰქონდათ უფლება მდგარიყვნენ ეკლესიაში სამოქალაქო საზოგადოების გვერდით. სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეები და პროკურორები რომელთა მიმართ უნდა გამართულიყო ნიურნმბერგის პროცესი, ბიძინა ივანიშვილმა თავზე დაგვასვა და ყველა უკანონობა აპატია.


დღეიდან ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე, ვახტანგ თორდია და მათი იდეური მმართველები, ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი გახდნენ სამოქალაქო საზოგადოების მტრები. მათ, წესიერი ადამიანი არ უნდა მიესალმოს, ეს იქნება მეზობელი, მეგობარი, თანაკლასელი თუ ქუჩაში უბრალოდ გამვლელი მოქალაქე. დღეს, 25 დეკემბერს, მოხდა არანახული საშინელება, ,,ქართული ოცნების" მიერ არჩეული იუსტიციის საბჭოს სამი წევრის დახმარებით, მოსამართლეობის მანდატი შეინარჩუნა გირგვლიანის, მოლაშვილის, მიქიაშვილის და სხვა უამრავი უკანონობის ავტორმა ლევან მურუსიძემ. ,,ქართული ოცნების" პარლემენტის მიერ არჩეულმა ევა გოცირიძემ, კახაბერ სოფრომაძემ და ვახტანგ თორდიამ სამოქალაქო საზოგადოება მასხრად აგვიგდეს, დაგვცინეს, ამიტომ ჩვენი ვალია ევა გოცირიძე, კახაბერ სოფრომაძე და ვახტანგ თორდია, ბიძინა ივანიშვილი და თეა წულუკიანი ყველა წესიერი მოქალაქის თვალში აღიქმებოდნენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების მტრები და სამართლიანი სასამართლოს დამსამარებლები. თანამემამულენო! უნდა ვიბრძოლოთ ყველა კანონიერი მეთოდით, რათა ამ ქვეყანაში დამთავრდეს უკანონობა, ძალადობა, ადამიანების წამება. აღნიშნული შეუძლია მხოლოდ სამართლიან სასამართლოს", -ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის მიმართვაში.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი