თბილისის მერი დავით ნარმანია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია მან თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს. როგორც დღეს მან განაცხადა, არაფერი იცის იმის თაობაზე, რომ საკრებულო მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას აპირებდეს.
"აღნიშნულ საკითხზე რაიმე სახის კონსულტაცია არ ყოფილა, ეს არის ჭორი, რასაც მე გუშინ კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი. როგორც ჩანს, ისევ მორიგი ჭორია, ეს არაერთხელ გავრცელდა, რომელსაც რეალობასთან რაიმე სიახლოვე არ აქვს", აღნიშნა ნარმანიამ "რუსთავი 2" -თან საუბრისას.
შეკითხვაზე, აპირებს თუ არა გადადგომას, ნარმანიამ ასე უპასუხა: "რატომ უნდა გადავდგე, მაშინ როცა უამრავ საქმეს ვაკეთებთ, მაშინ როცა საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მივყვებით სწორად და გეგმაზომიერად, ამიტომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს", განაცხადა ნარმანიამ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრები არ ადასტურებენ, რომ დავით ნარმანიასთვის ვადაზე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტა იგეგმება. დედაქალაქის საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კი დავით ნარმანიას ურჩევენ, თანამდებობა დატოვოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.