ამერიკის ხმის ჟურნალისტი არსენ ხარატიანი ირაკლი ღარიბაშვილის ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლის შემდეგ დაინტერესდა, თუ რა შეგრძნებას განიცდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც მსოფლიოში ქვეყნის მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი:
"მინდა გკითხოთ რა შეგრძნებაა იყო მსოფლიოს მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი, მაგრამ...
ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს სიტყვა შეაწყვეტინა და ღიმილით ჰკითხა: "ვინ არის პირველი?" რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ კიმ ჯონგ იანი (ჩრდილო კორეის ლიდერი), რასაც დარბაზში ხმამაღალი სიცილი მოჰყვა. ჟურნალისტმა ღიმილით დააზუსტა "როგორც არ უნდა იყოს, მე მას არ გადარებთ (სიცილი დარბაზში).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.