„ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს ეხმაურება. მისთვის გაუგებარია, რატომ არ განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტიდან წასვლის მიზეზი.
„პირველად გავიგე ევროპული ქვეყნის შესახებ, სადაც საზოგადოება მთავრობის მეთაურისგან, თავისი გადადგომის მიზეზების შესახებ მკაფიო განმარტებას არ იღებს.
რა უნდა მომხდარიყო: პრემიერი ავად გახდა, ჩაიდინა გაუგებარი საქციელი, არ ეთანხმება პარლამენტის უმრავლესობას, ვერ ატარებს საკუთარ პოლიტიკურ ხაზს, თუ არის რამე სხვა მიზეზები, რომლებიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს?
ნებისმიერ შემთხვევაში, ირაკლი ღარიბაშვილს უნდა ეყოს გამბედაობა, გამოავლინოს პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ და თქვას, თუ რა მოხდა სინამდვილეში… რა გახდა ასეთი ნაჩქარევი გადადგომის მიზეზი?! ამავე დროს, როგორც პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის” ლიდერი, ვთვლი, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს მკაცრად განსაზღვრულ კონსტიტუციურ ვადაში, რათა დარჩენილი 10 თვის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაარკვიონ, თუ ვინ წარმოადგენს მათ ინტერესებს მომავალ მთავრობასა და პარლამენტში. არჩევნების დაჩქარებამ შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობისთვის, ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს“,- აღნიშნულია ლეონიდ ჩერნოვეცკის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.