უპრეცენდენტო წყალდიდობა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე - სტიქიური უბედურების გამო, 150 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
BBC-ის ინფორმაციით, უკვე მესამე დღეა კონტინენტზე, წყალდიდობა გრძელდება, რამდენიმე დღეა ძლიერი ტროპიკული წვიმებია.
სტიიქიის შედეგად ყველაზე მეტად პარაგვაი დაზარალდა, სადაც პრეზიდენტის განკარგულებით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მდინარის დონემ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, სტიქიის გამო შესაძლოა, მთელი დედაქალაქი და მიმდებარე რაიონები დაიტბოროს.
პრაგვაის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შესაძლოა მდინარის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო. ძლიერი ტროპიკული წვიმის გამო წყლის დონე გაიზარდა ურუგვაიში, არგენტინასა და ბრაზილიაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.