27თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტი მარგველაშვილი ერევანში თავის სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.
პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ტიგრან საქისიანის სამუშაო სადილი გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარეს ოვიკ აბრამიანსაც შეხვდება.
ვიზიტის მეორე დღეს კი, პრეზიდენტი უმაღლეს პატრიარქს, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.