ჯანმრთელობის, შრომისა და სოცილაური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ორი დღის ვადა ითხოვა მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარსადგენად.
"მე ვფიქრობ, რომ ეს ორი დღე მას, რა თქმა უნდა უნდა, მივცეთ. ვფიქრობ, ასევე ყველამ თავი უნდა შევიკავოთ წინასწარი პროგნოზებისგან, რადგან კანდიდატების წარდგენა არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივა, ხოლო მათი დამტკიცება ან არდამტკიცება პარლამენტის", - განაცხადა სერგეენკომ და დაამატა:
"რაც შეეხება იმას, მე პირადად ვიქნები თუ არა ახალ შემადგენლობაში, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გადასაწყვეტია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.