გიორგი ოქროპირიძეს ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა არეშიძემ გამოაცხადა. ოქროპირიძე მსაჯულებმა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში უდანაშაულოდ სცნეს.
განზრახ მკვლელობაში კი დამნაშავედ აღიარეს. ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება 10 ხმით 2 წინააღმდეგ მიიღეს. ოქროპირიძის მიმართ ვერდიქტი ნაფიცებმა მეორე დამატებით ექვსსაათიან დროში მიიღეს.
გიორგი ოქროპირიძეს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის აქვს წარდგენილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.