პოლიტიკური სპექტრი დავდგეთ ერთად, რათა დათხოვნილ იქნას სამარცხვინო იუსტიციის საბჭო
26-12-2015, 06:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი და ოპოზიციის წარმომადგენლები იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის დათხოვნას ითხოვენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში" ზაზა ხატიაშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

 

 

ისინი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევას აპროტესტებენ. შეხვედრის მონაწილეები სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებების მომზადებაზე იმუშავებს.

 

 

 

"ჩემი იდეაა, რომ პოლიტიკური სპექტრი დავდგეთ ერთად, შევიმუშაოთ სამართლებრივი გზა, რომ ქვეყანაში ჩატარდეს რეფერენდუმი, რათა დათხოვნილი იქნას სამარცხვინო იუსტიციის საბჭო", - განაცხადა ხატიაშვილმა.

 

 

 

როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ხელისუფლება მიზანდ ისახავს, სასამართლოები საარჩევნო დავებისთვის მოამზადონ. "ყველამ კარგად ვიცით, რომ ხელისუფლება მიზნად ისახავს მოამზადონ სასამართლოები საარჩევნო დავებისთვის და საქმე იქეთ წაიყვანონ, რომ არჩევნებში, რომელშიც მათ წარმატების საფუძველი არ აქვთ, ამ ადმინისტრაციული სასამართლოების გზით, მათთვის სასურველი შედეგი მიიღონ", - განაცხადა ალასანიამ.

 

  

კომენტარები: 1
#1   ოთარ მაჭავარიანი
      
შედგეს რეფერენდუმი !!!!!
27 დეკემბერი 2015 00:43
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი