ბიძინა ივანიშვილის "მონაწილეობის გარეშე არ და ვერ გადაწყდება" ნებისმიერი მსხვილი პოლიტიკური საკითხი საქართველოში
26-12-2015, 10:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის აღიარების" შემდეგაც კი, ოპტიმიზმით ვუყურებდი საქართველოს გამთლიანების პერსპექტივას და როცა ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" სააკაშვილის "ნაცრეჟიმი" შეცვალა, მაშინ ეს ოპტიმიზმი ასგზის გამიმყარდა! დიახ, ამ საკითხის "მკვდარი წერტილიდან დაძვრის" და ვითარების შეცვლის კარგი შანსი ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მან ამისთვის რა გააკეთა, ვის მიანდო აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" საკითხის, ანუ საქართველოს გამთლიანების პრობლემის მოგვარება? – "რესპუბლიკელებს", ზაქარეიშვილის მეთაურობით!

 

 

საქართველოში ვინმეს კიდევ სჯერა, რომ ამ მიმართულებით ზაქარეიშვილის და მისი პარტიის საქმიანობა რაიმე შედეგს გამოიღებს? როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი ვერ ხედავს ამის უპერსპექტივობას? თუ ხედავს, მაშინ რატომ არ ცვლის არსებულ სიტუაციას? ბიძინა ივანიშვილმა, სამწუხაროდ, ამ ურთულესი პრობლემის გადასაწყვეტად უპირატესობა მიანიჭა იმათ, რომლებიც საკუთარ თავს "ყველაზე მაგარ ლიბერალებად მიაჩნევენ" და მხოლოდ ეს არის მათი "მთავარი ღირსება".

 

 

ცხადია, როცა ვამბობ ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ იმ სამ წელს, რაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია. მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ქვეყნის პრეზიდენტი თუ პრემიერ–მინისტრი, ნათელია, რომ საქართველოში ნებისმიერი მსხვილი პოლიტიკური საკითხი ივანიშვილის "მონაწილეობის გარეშე არ და ვერ გადაწყდება"! ამ რიგის პრობლემებს განეკუთვნება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რომელიც ურთულესი და უპირველესი საკითხია საქართველოსთვის!

 

 

მინდა მჯეროდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი წინა პლანზე დააყენებს ქვეყნის უპირველეს სატკივარს და უშუალოდ თავად ჩაერთვება აღნიშნული პრობლემის მოგვარების საქმეში, რაც აქამდეც უნდა გაეკეთებინა! საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია გათვალოს ყველა შესაძლო ვარიანტი იმისათვის, რომ ნებისმიერ დროს მზად იყოს ჩვენი მთავარი პრობლემის გადასაწყვეტად. ამისათვის კი, საჭიროა ახალი, გამოცდილი და გონიერი კადრები... დიახ, თანამედროვე მსოფლიოს გეოპოლიტიკური დრო აჩქარებულია და ახლო მომავალში მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდოთ, რაც საქართველოზეც დადებითად აისახება, თუკი გამჭრიახედ და პრაგმატულად ვიმოქმედებთ!!!...

 

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

 პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი