"დოლარი უმნიშვნელოდ გაძვირდა, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ უჩვეულო არაფერი ხდება", - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა დოლარი იყიდა, რომ ლარის კურსის რყევა დიდი არ ყოფილიყო.
მინისტრის თქმით, დოლარის უმნიშვნელოდ გაძვირებაში საგანგაშო არაფერია. "უმნიშვნელოდ გაძვირდა, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ უჩვეულო არაფერი ხდება. თქვენ თუ შეხედავთ ნებისმიერ ჩვენს მეზობელ ქვეყანას, ვალუტის კურსი მუდმივად ცვალებადია. წელს უკვე ეროვნულმა ბანკმა დოლარები იყიდა იმისთვის, რათა კურსის რყევა ძალიან დიდი არ ყოფილიყო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროცესი ბუნებრივია და არაფერი საგანგაშო არ ხდება", – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.