მარგველაშვილი ღარიბაშვილთან ურთიერთობების შესახებ საუბრობს - "3-ჯერ მოვითხოვე მთავრობის სხდომაზე მისვლა და არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდა“
26-12-2015, 10:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა ყოფილ პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასთან არანაირი პიროვნული დაძაბულობა არ ჰქონია, თუმცა პოლიტიკური ურთიერთობა მათ შორის ვერ შედგა და მთავრობის სხდომაზე 3-ჯერ მოთხოვნილი კონსტიტუციით უზრუნველყოფილი დასწრების უფლება მას არ მისცეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

 


„მე ბატონ ირაკლისთან არანაირი პიროვნული დაძაბულობა არ მქონია. ალბათ გინახავთ, რომ საზოგადოებაში ვხვდებოდით ერთმანეთს, არანაირი დაძაბულობა ამ თვალსაზრსით არ ყოფილა, ამასთან ერთად, იყო 2 წლის განმავლობაში ჩემგან მცდელობა, რომელიც წარუმატებელი იყო, რომ ბატონი ირაკლი უფრო ახლო კონტაქტში ყოფილიყო ჩემთან, საერთოდ, ირაკლიც, ჩვენი მინისტრთა კაბინეტიც, პარლამენტიც. არაერთი ასეთი მცდელობის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის. მაგალითად, დავიწყებ იმით, რომ ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ყველა პოლიტიკურ ძალას შევხვდი ერთი წლის განმავლობაში, ყველა ინტერეს ჯგუფს, ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ჩემთან დღემდე კონტაქტზე არ გამოდის და არ მიფიქსირებს, რომ ჩვენ ეს საერთო სალაპარაკო თემა გვაქვს, ეს არის სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“, მათ შორის მინისტრები. 3-ჯერ მოვითხოვე მთავრობის სხდომაზე მისვლა და არც ერთ შემთხვევაში ეს არ მოხდა“, აღნიშნა პრეზიდენტმა და დააზუსტა, რომ „ეს არის მოთხოვნა კონსტიტუციური“, რომლის უფლებაც მას აქვს.

 

 

„3-ჯერვე პასუხი არ ყოფილა. ავიღოთ, უშიშროების საბჭოს სხდომები, მთავარი საკითხავი გახდა, ვინ დაესწრება და ვინ არ დაესწრება და არა ის, რაზე არის იქ საუბარი, ნუ რაზეა იქ საუბარი, ისედაც საიდუმლოა, მარა... ეს გახდა მუდმივი დაძაბულობის საკითხი“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ხაზი გაუსვა რომ მისი მცდელობა უმაღლეს ხელისუფალთ - მას, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ურთიერთობა ჰქონოდათ, „წაყრუებული“ იყო.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი