ბატონი გიორგი კვირიკაშვილის განსასაზღვრი იქნება, როგორი ტიპის ურთიერთობას აირჩევს ჩემთან", განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში“ გააკეთა და დაამატა, რომ რა პოლიტიკაც ჰქონდა ღარიბაშვილთან, ის გაგრძელდება კვირიკაშვილთანაც.
„გიორგი კვირიკაშვილს აქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები, მას ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი. საქართველოს აქვს სერიოზული პრობლემები, რომლებიც გადასაჭრელია, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ. ბატონ გიორგის მე მინდა ვუსურვო წარმატებები“ - აღნიშნა მარგველაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ელოდება თუ არა იგი გიორგი კვირიკაშვილისგან ისეთ თემებზე ყურადღების გამახვილებას, როგორიცაა დავები პრეზიდენტის სასახლეზე, განცხადება პრეზიდენტის "ნაციონალობის" შესახებ, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ასეთი ტიპის თემები საერთოდ არ ქმნის პოლიტიკას.
„ასეთი ტიპის განცხადებები ჩემს რადარს მიღმაა. ეს არ არის პოლიტიკა და არც მაინტერესებს, არც წარსულში ნათქვამი და არც მომავალში ვინ რას იტყვის, არ მადარდებს. ბუნებრივია, ბატონი გიორგის განსასაზღვრი იქნება, როგორი ტიპის ურთიერთობას აირჩევს ჩემთან, მაგრამ ჩემი პოლიტიკა, რა დამოკიდებულებაც იყო აქამდე, ხელისუფლების, მთავრობის, პარლამენტის მიმართ, მაქსიმალური ჩართულობისკენ მოწოდება, მაქსიმალურად მოწოდება, რომ არის კონსტიტუციური, მაგრამ გამიჯნული და ერთმანეთზე დამოკიდებული უფლებამოსილებები და ჩვენ ეს ერთად უნდა განვახორციელოთ და ეს არ შემცვლია, ეს იყო ასეთი პოლიტიკა და იოტით არ შევცვლილვარ ღარიბაშვილთან და ასეთივე პოლიტიკა გაგრძელდება ბუნებრივია, ბატონ გიორგისთანაც“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.