„მუდმივად არის პრეზიდენტის გაჩუმების მცდელობა“ - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში“ გააკეთა.
„ხშირად ისმის კომენტარები, თითქოს პრეზიდენტი ზეწოლას ახდენს სასამართლოზე. თურმე, რომ იტყვი, რომ გირგვლიანის საქმე იყო დანაშაული, ეს ნიშნავს რომ მოსამართლეზე ზეწოლას ახორციელებ. ჩემი ადმინისტრაციის ბიუჯეტის ნახევარი წავიდა იმაში, რომ დამებეჭდა კონსტიტუციები და დამერიგებინა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ წიგნს არ კითხულობენ. რას ნიშნავს მოსამართლეზე ზეწოლა, ან რას ნიშნავს სასამართლოზე ზეწოლა, ძალიან კარგად წერია ამ წიგნში. თურმე, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომ პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროს, არ აქვს უფლება რომ თეთრზე თეთრი თქვას და შავზე - შავი. რა კომფორტული წიგნი ყოფილა ეს კონსტიტუცია , თურმე, გვაძლევს უფლებას, ვიყოთ პირში წყალჩაგუბებულები. თურმე, ამ წიგნში წერია, რომ იუსტიციის საბჭოს მოწვევა ქვეყანას დაძაბავს, თურმე, რამე კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესზე კომენტარი არ უნდა გავაკეთო. არადა კონსტიტუციაში წერია სრულიად საპირისპირო. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია მოიწვიოს უშიშროების საბჭო, ჰქონდეს თავისი პოზიცია. ვაპირებ გავაკეთო ინფო-გრაფიკა კარგად აღსაქმელი იქნებ იყოს“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.