საქართველოს პრეზიდენტმა საკმაოდ ემოციურად ისაუბრა იმ პრინციპების შესახებ, რამაც მასსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დაპირისპირება წარმოშვა. მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა: „მე გავუუცხოვდი „ქართული ოცნების“ ღირებულებებს? მე გავუუცხოვდი ჩემს წარსულს? მე გავუცხოვდი ჩემს წარსულთან, როდესაც ვეტო დავადე მოსმენების კანონს, რომ დავრბოდით მთელი ქალაქი ქუჩაში, ჩვენ გვისმენენო?“
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რამ გამოიწვია მმართველ ძალასა და პრეზიდენტს შორის დისტანცირება, მარგველაშვილმა ასე უპასუხა:
„მე ვდისტანცირდი, როო?“ იკითხა პრეზიდენტმა, რომელსაც ჟურნალისტმა მომდევნო შეკითხვად ასეთი რამ დაუსვა: „აი მაგალითად ივანიშვილი ამბობს, რომ მას ჰქონდა მომენტი, რომ მე-2 დღიდან უნდა წავიდე იმ გუნდიდან, რომელმაც მომიყვანა?“
„მე არ ვაკეთებ ხოლმე კომენტარს ოთახში საუბრის შესახებ, სიმართლეა ეს თუ ტყუილია, მაგრამ... იმიტომ, რომ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა ორ ადამიანს შორის უნდა დარჩეს წესით, მაგრამ მე არ მგონია, რომ ვდისტანცირდი რაიმით“
პრეზიდენტმა იკითხა: მე ვდგავარ ოპოზიციაში?... არის ერთი რამ, ძალიან ძნელად დასაკარგი, ეს არის ის პრინციპები, რომელზეც იდექი. მე დღესაც ჩემი დიალოგი ხოლმე, თუ არის რაიმე ტიპის, ასე ვთქვათ, დაძაბული დიალოგი და მსჯელობა ჩემსა და მმართველ გუნდს შორის, რა ხდება ხოლმე ძირითადში? მე ვამბობ, რომ ხალხო, ჩვენ ერთად ვამბობდით ამას. მოდი რაა, რასაც ერთად ვამბობდით, და არა მარტო ვამბობდით, დავწერეთ ეს... გუშინდელი პროცესი მაგალითად, მე გავუუცხოვდი „ქართული ოცნების“ ღირებულებებს? მე გავუუცხოვდი ჩემს წარსულს? მე გავუცხოვდი ჩემს წარსულთან, როდესაც ვეტო დავადე მოსმენების კანონს, რომ დავრბოდით მთელი ქალაქი ქუჩაში, ჩვენ გვისმენენო? მე გავუუცხოვდი ჩემს წარსულს, თუ რა გავაკეთო? ან მე გავუუცხოვდი ჩემს ამომრჩეველს, რომელსაც 10 წლის განმავლობაში ვეუბნებოდი, რომ ეს მიუღებელია. რა გავაკეთო დღეს, ვისი ერთგული დავრჩე, ჩემივე სიტყვების, თუ იმ დოკუმენტის, რომელიც ერთად შევქმენით საარჩევნო კამპანიის სახით, თუ ვისი ერთგული დავრჩე? მე ვხედავ აქ ძალიან მარტივ სიტუაციას, მე არ წავსულვარ იმ პუნქტებიდან, რომელზეც ყველანი ვიყავით თანახმა. თუ ვინმეს ეს დისკომფორტს ანიჭებს და ძირითადად ამაზე არის ხოლმე საუბარი ხომ, რატომ აქტიურობს პრეზიდენტი, რატომ მოიწვია უშიშროების საბჭო, რატომ გააკეთა კომენტარი... დავშალოთ ეროვნული ბანკი? ერთად არ ვამბობდით, რომ ბიზნესი უნდა იყოს ხელშეუვალი, ერთად არ ვამბობდით, რომ მოსმენები არ შეიძლებაო? ამაზეა ლაპარაკი?“, განაცხადა პრეზიდენტმა ემოციურ ტონალობაში და დაამატა, რომ ის არის პრეზიდენტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვისაც“ და „ქართული ოცნებისთვისაც“ მიუღებელია.
„მთელი პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა ჩემს წინააღმდეგ, „ნაციონალებს“ არ მოვწონდი, იმიტომ, რომ“ნაციონალებს“ არ მოვწონდი, „ქართულ ოცნებას“ არ მოვწონდი იმიტომ, რომ ვახსენებდი მუდმივად ამ პრინციპებს“, დასძინა პრეზიდენტმა და დამაატა, რომ „ეს არანაირად არის კომფორტული ან მყარი პოზიცია, არანაირად“. მან დააზუსტა, რომ იგი არც მანამდე და არც ახლა არ არის დაპირისპირებული „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ მისი თქმით, არსებობს პრინციპები და ღირებულებები, რასაც ვერ უღალატებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.