გიორგი მარგველაშვილი: ელისაშვილს ვუთხარი - თუ ვინმე შენზე ზეგავლენას შეეცდება გადმოამისამართე ჩემთან-თქო
26-12-2015, 12:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„2014 წლის გაზაფხულზე, შევხვდი ალეკოს. მან დააფიქსირა პოზიცია, რომ მასზე ხდება ზეწოლა. ჩემი პასუხი იყო მარტივი - ვუთხარი, რომ, თუ ვინმე შენზე ზეგავლენას შეეცდება, იმ წუთას გადმოამისამართე ჩემთან-თქო“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა.

 


"გიდასტურებთ, რომ შეწყალების კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე და ჩემს მიერ სანდო ადამიანი ალეკო ელისაშვილი, რომელსაც მე ვიცნობ, როგორც ძალიან პატოსან ადამიანს, შემოვიდა, პრობლემა შემოიტანაა და მე ეს პრობლემა გადავჭერი. ეს იყო 15-წუთიანი თემა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


რაც შეეხება უშუალოდ ე.წ. შეწყალების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, ქვეყნის პირველი პირის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგამოძიებო უწყებას 8 ათას გვერდამდე დოკუმენტური მასალა გადაუგზავნა.

 


"მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე კანონმორჩილი. შესაბამისად, მე ყოველთვის მზად ვარ, რომ გამოძიებასთან ვითანამშრომლო", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 


გიორგი მარგველაშვილი გამოთქმულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ალეკო ელისაშვილის გააქტიურება და შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხის წამოწევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ არის ორკესტრირებული.

 


"ალეკოს ღირსება აქვს შელახული, რადგან საუბარია, რომ ის შეიძლება მართო და ათამაშო ამ საქმეში. აბა სცადოს ვინმემ და მართოს ალეკო ელისაშვილი – ის დამოუკიდებელი ადამიანია, დამოუკიდებლად გახდა დეპუტატი. ალეკო ელისაშვილი არის სინდისიერი ადამიანი. მისი ორკესტრატორი ძალიან ძნელად წარმომიდგენია ვინმე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი