საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო კამპანიის დროს კოალიაცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი არ იქნება. ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
"მე რომ არ გავმხდარიყავი საქართველოს პრეზიდენტი, ვიქნებოდი რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი, მაგრამ ახლა მე არ შემიძლია ვიყო რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი. მე ვალდებული ვარ ვიყო საარჩევნო სისტემის, დემოკრატიის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარების მხარდამჭერი. ასე რომ, მე მივეხმარები სახელმწიფოს და დემოკრატიულ პროცესს", - განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ დემოკრატიის განსამტკიცებლად პოლიტიკურ ძალთა მრავალფეროვნება და დივერსიფიკაციაა აუცილებელი.
"მე ნათლად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყნის დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის განვითარების მიზნებს სჭირდება არა ერთი და ორი, არამედ რამდენიმე სერიოზული მოთამაშე. ჩვენ უნდა ვნახოთ არა მუშტი-კრივი, არა დაპირისპირება, არა შანტაჟი, არა შავი პიარი, არამედ აზრთა შეჯიბრება, რომ უკეთესად ვემსახუროთ სამშობლოს," თქვა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე არ გასცა კონკრეტული პასუხი და არ დაუზუსტებია, აპირებს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.