დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს და მას მადლობა გადაუხადეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა წარმატება უსურვა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.
''მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ვიცი, რომ ბევრი ღამეები გაქვთ გათენებული ჩვენი ქვეყნისთვის და პირადად ჩემთვის. კარგია, რომ ბევრი რამის გაკეთება შევძელით, მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. მინდა, ყველას წარმატება გისურვოთ, გეკეთებინოთ ბევრი კეთილი საქმე ჩვენი ქვეყნისთვის. მთავარია ვიყოთ გულწრფელები ჩვენი საქმის მიმართ,''- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამშრომლებთან დამშვიდობების დროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.