"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფაგრლებში, ამერიკის კონგრესის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს კრის სტიუარტს, კონგრესმენს, ამერიკის წარმომადგენელს ჰელსინკის კომისიასა და ეუთოში ფილ გინგრეისს და ილინოისის შტატიდან კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრს, აარონ სჩოკს შეხვდა.
გარდა ამისა, ნათელაშვილი კონგრესმენმა მაიკ პომპეომ მიიღო, რის შემდეგაც ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრ კონგრესმენ ლოის ფრენკელს შეხვდა. ასევე, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს ეწვია, სადაც საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან პირშნერს ესაუბრა.
"ლეიბორისტული პარტიის" ინფორმაციით, შალვა ნათელაშვილმა ყველა შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ საქართველოში ძველი რეჟიმის ახალი ანტიდემოკრატიული რეჟიმით ჩანაცვლება მიმდინარეობს, ქვეყანაში სიღატაკე, კრიზისი და კორუფცია სუფევს, არჩევნები კი, ყალბდება. მან კონგრესის წევრებს სთხოვა, საქართველოში შექმნილ ვითარებაზე სათანადო რეზოლუცია შეიმუშავონ.
ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 თებერვალს გაემგზავრა. მისი ვიზიტი ამერიკაში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.