საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დიმიტრი ქუმსიშვილი დარწმუნებულია, რომ მთავრობის შემადგენლობა, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, იქნება ძალიან წარმატებული. განცხადება ამის შესახებ ქუმსიშვილმა ბაკურიანში, ჟურნალისტებთან გააკეთა.
ბაკურიანში, დღეს დიმიტრი ქუმსიშვილი და გიორგი კვირიკაშვილი კოხტას მთაზე საკურორტო ინფრასტრუქტურას გახსნიან.
"ძალიან დიდი ხანია ვთანამშრომლობ ბატონ გიორგისთან. ძალიან დიდი ხანია ერთად ვმუშაობთ. ვარ ბედნიერი, რომ მასთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას და დარწმუნებული ვარ, გუნდი იქნება ძალიან წარმატებული", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.