სოზარ სუბარმა თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსში 33 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დევნილ ოჯახებს გასაღებები თავად გადასცა და მათ ახალმოსახლეობა მიულოცა.
ბინების გადაცემის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები: გრიგოლ გიორგაძე, შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი.
დოდაშვილის ქუჩა N18/22-ში მდებარე კორპუსი სამშენებლო კომპანია შპს "ბანმა" ააშენა. მენაშენეებისაგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვას სამინისტრო კონკურსის წესით ახორციელებს. დოდაშვილის ქუჩაზე არსებული 33 ბინიდან 4 ერთოთახიანია, 13 _ ოროთახიანი და 16 _ სამოთახიანი.
2016 წელს თბილისში ბინას კიდევ 500 დევნილი ოჯახი მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.