პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს არც ის გამორიცხა, რომ მთავრობის ამ შემადგენლობით განაგრძოს მუშაობა და არც ის, რომ ცვლილებები მოხდეს.
"დღეს იყო პრიორიტეტი, რომ უმოკლეს ვადაში მიგვეცა ახალი მთავრობისთვის მანდატი. ამ მოკლე პერიოდში ვიცე პრემიერის პოსტიდან სპეციფიკის დეტალების გარკვევა შეუძლებელია. ამ გუნდთან ერთად ვმუშაობდი სამი წლის განმავლობაში და ამ გუნდთან ერთად გავალ ხვალ პარლამენტში. დიდი იმედია, მანდატს მივიღებთ და შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას. არ არის გამორიცხული, რომ ამ გუნდთან ერთად გავაგრძელო მუშაობა, არც ის არის გამორიცხული, რომ რაიმე ცვლილებები განვახორციელოთ. დღესდღეობით კონკრეტიკით თქმა არ მიმაჩნია მიზანშეწონილად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.