გიორგი კვირიკაშვილი: ვისაც უკვე აქვს სასტუმრო ბაკურიანში, მათთვის ინფრასტრუქტურის აშენება არ ნიშნავს რაიმე ტიპის კონკურენციას
27-12-2015, 08:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ბაკურიანში, განახლებული კოხტას გახსნაზე განაცხადა, რომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში, სამი თვის განმავლობაში მოხდა განახლებული კოხტას პროექტის დაწყება და დამთავრება. აშენდება თანამედროვე სასტუმროები, სასტუმრო ცენტრები, თუმცა როგორც კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, ვისაც უკვე აქვს სასტუმრო ბაკურიანში, მათთვის ინფრასტრუქტურის აშენება არ ნიშნავს რაიმე ტიპის კონკურენციას.

 

 

"ძალიან მნიშველოვანი დღეა. მრავალი წლის შემდეგ კვლავ იხსნება სრულიად ახალი ტიპის საბაგირო. მოკლედ მოგიყვებით თუ როგორ მოხდა ეს ამბავი. შევხვდით მე და მამუკა ხაზარაძე და ვთქვით რა ვუყოთ ამ კოხტას, რამდენი წელია გაჩერებულიაო. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მარტო კერძო სექტორი ვერ წევდა ამხელა საინვესტიციო პროექტს. შევთანხმდით, რომ სახელმწიფო განახორციელებდა ინვესტიციას ძირითად საბაზისო ინფრასტრუქტურაში - საბაგიროში და გზის მოწესრიგებაში და კერძო სექტორი კომპანია "ჯიარდისის" სახით თანამედროვე, ალპური სტანდარტებით დაგეგმილი, ფაქტობრივად ახალი დასახლების მშენებლობას. საუბარია სასტუმროებზე, გასართობ ცენტრებზე, სავაჭრო ცენტრებზე და ა.შ.

 

 

შევთანხმდით, გავაფორმეთ ხელშეკრულება და უპრეცედენტოდ მოკლე დროში, სამი თვის განმავლობაში მოხდა მთელი ამ პროექტის დაწყება და დამთავრება. ეს არის ძალიან დიდი წარმატება, რომელიც არის უდიდესი ძალისხმევის შედეგი. პირველ რიგში არ შეიძლება არ ვთქვა მთის განვითარების კომპანიის დამსახურება და მადლობას ვუხდი. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია "ჯიარდისის", რადგან მათი ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელი იყო ამ პროექტის დასრულება.

 


მადლობას ვუხდი ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს და ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც დაასრულა ეს პროექტი. ასევე ადგილობრივ გამგეობას, გუბერნატორს უდიდესი მხარდაჭერისთვის", -განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ეს არ არის პროექტის დასრულება - დღეს დამონტაჟდა 3.1 კილომეტრის სიგრძის ტრასაზე საბაგირო, ეს საბაგირო გაგრძელდება მიტარბის მხარეს და განვითარდება მიტარბის მხარეზე.

 


"ორივე საბაგიროს ძირში კომპანია "ჯიარდისის" მიერ აშენდება თანამედროვე სასტუმროები, სასტუმრო ცენტრები, ხოლო მთლიანად ბაკურიანში დამატებით სხვა სპორტული სახეობებისთვის განვითარდება ინფრასტრუქტურა. ბიატლონის ტრასა განვითარდება და სამუშაოები 2016 წელს დაიწყება. ასევე აშენდება დახურული ტიპის ყინულის მოედანი და მოხმარდება ჰოკეის და კერლინგის განვითარებას. ამას გარდა 2016 წელს დამონტჟდება სამთო ციგა, რომელიც, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში იქნება კარგი. ბაკურიანელებს და მთელ რეგიონს მინდა ვუთხრა, რომ გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიქმნება, ძალიან მნიშვნელოვანია. გაკეთებული გვაქვს საერთაშორისო კვლევა, რამაც აჩვენა, რომ ბაკურიანის განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი არის საწოლების რაოდენობის სიმცირე. მინდა გავაფრთხილო ყველა, ვისაც უკვე აქვს სასტუმრო ბაკურიანში, რომ ახალი ინფრასტრუქტურის აშენება მათთვის არ ნიშნავს რაიმე ტიპის კონკურენციას. პირიქით, რაც უფრო მეტი სასტუმრო და აპარტ ოტელი აშენდება კოხტას ტერიტორაზე, მით უფრო მეტი სტუმარი ეყოლებათ უკვე არსებულ სასტუმროებს. სამთო მიმართულება არის და იქნება განსაკუთრებული ზრუნვის საგანი ჩვენი მთავრობის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი