ერაყის არმიამ რამადი IS-ის მებრძოლებისაგან გაათავისუფლა და მასზე ხელახალი კონტროლი დაამყარა
27-12-2015, 23:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა რამადიში ყოფილი სამთავრობო შენაერთების კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელახალი კონტროლი დაამყარეს. ეს არის ადგილი, საიდანაც ისლამური სახელმწიფოს სამხედრო დაჯგუფებები წინააღმდეგობას უწევდნენ არმიის იერიშებს. ამის შესახებ BBC ერაყის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით იტყობინება.


არმიის წარმომადგენლის განცხადებით, კომპლექსი "სრულ კონტროლს ექვემდებარება" და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მხრიდან ბრძოლის არავითარი ნიშანი არ ჩანს, თუმცა შესაძლოა წინააღმდეგობის მცირე გამოვლინებებს ადგილი ჰქონდეს.


სამთავრობო ძალები რამადის ხელახალი კონტროლის დამყარებას რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდნენ.  


ძირითადად სუნიტი არაბებისაგან დასახლებული ქალაქი, რომელიც ბაღდადის დასავლეთით 90 კმ.-ის მანძილზე მდებარეობს, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ხელში მაისში ჩაიგდეს და მათი მხრიდან მასზე კონტროლი ერაყის არმიისთვის სასირცხვილო დამარცხებად იყო აღქმული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი