პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ნაბიჯი გადადგომის შესახებ მოულოდნელი არ ყოფილა. ამის შესახებ უსუფაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
"მმართველობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას მან ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც მეტი მუშაობაა საჭირო. საერთოდ, ღარიბაშვილი, უსუფაშვილი თუ ივანიშვილი ერთადერთნი და განუმეორებლები არ არიან - მჯობზე მჯობი არასოდეს დაილევა. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუხარდება, თუ ქვეყანას მასზე უკეთესი პრემიერი ეყოლება. მისი გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ვიცოდი, რომ ამ ნაბიჯზე ფიქრობდა. რაც შეეხება საზოგადოებას, ასეთი გადაწყვეტილება არც ერთ ქვეყანაში საჯარო განხილვის საგანი არ ხდება. ირაკლი სწორად მოიქცა, თავისი გადადგომა ხანგრძლივი განხილვისა და მითქმა-მოთქმის თემად რომ არ აქცია," განაცხადა უსუფაშვილმა.
შეკითხვაზე თუ რამდენად უკავშირდება ღარიბაშვილის გადადგომა იმას, რომ თითქოს ის ეთანხმებოდა ლევან მურუსიძის დანიშვნას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ან რამდენად შეიძლება ყოფილიყო ეს დაკავშირებული "რესპუბლიკელებთან" დაპირისპირებით გამოწვეული, უსუფაშვილმა უპასუხა:
"პოლიტიკაში მითქმა-მოთქმა გარდაუვალია, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა კონკრეტულ ფაქტსა თუ მოვლენას არ უკავშირდება. ამ მხრივ მხოლოდ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი - პარლამენტმა ბიუჯეტი მიიღო, შესაბამისად, მომავალი წლის სამოქმედო გეგმა მზად არის; მეორე კი გახლავთ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი. არ იქნებოდა სწორი, ირაკლი ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე გადამდგარიყო... ირაკლი ორი წლის განმავლობაში და მინისტრობის დროსაც დატვირთული რეჟიმით მუშაობდა. მე ვურჩევდი ღარიბაშვილს, ახალი წელი რაც შეიძლება ხანგრძლივად იზეიმოს და საკუთარი მომავალი ამის შემდეგ დაგეგმოს", აღნიშნა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.