დავით უსუფაშვილი: ლევან მურუსიძეს ვურჩევ მაგალითი ირაკლი ღარიბაშვილისგან აიღოს
28-12-2015, 00:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“ლევან მურუსიძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთ წევრს მინდა ვუთხრა - დემარშები არავის წაადგება“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

 


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მყარად არის გამჯდარი მენტალიტეტი, ვიღაცებმა უფროსი ეძებონ, კონკრეტული პიროვნება, რომ უერთგულონ და მის გარშემო დაირაზმონ.

 

 

„ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოსამართლეებს აბსოლუტური ავტონომია მივანიჭეთ. თუ წინა ხელისუფლების დროს კანდიდატს მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასახელებდა, იუსტიციის საბჭოს არჩევა კი ღია კენჭისყრით ხდებოდა, ჩვენ სარისკო ნაბიჯი გადავდგით და ფარული კენჭისყრით სასურველი კანდიდატის შერჩევა მოსამართლეებს მივანდეთ.

 


თუ ხელისუფლება მოსამართლის მართვას შეეცდებოდა, ახალ ადეიშვილს გამოვძერწავდით, მათი შეცვლით კი 15 წლის წინანდელ პროცესს გავიმეორებდით, როცა მოსამართლეთა კორპუსი სრულად შეიცვალა. გაჩნდებოდა განცდა, რომ მოსამართლეები პოლიტიკურ დღის წესრიგზე არიან დამოკიდებულნი. რაც შეეხება კონკრეტულად ლევან მურუსიძესა და იუსტიციის საბჭოს ზოგიერთი წევრის განცხადებას, დაბეჯითებით ვამბობ - დემარშები არავის წაადგება. ამ ხალხს ვურჩევ, მაგალითი ირაკლი ღარიბაშვილისგან აიღონ, რომელიც თანამდებობით მათზე მაღლა იდგა“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   ციცი
      
მაინტესებს იმ იუსტიიციის საბჭოს წვრობიდან რომელიმეს შვილი ისე რომ მოუკლან, როგორც ირინა ენუქიძეს და მურუსიძეს ნაირმა მოსამართლემ განიხილოს მათი ამბვი...ისინი როგორ მოიქცეოდნენ?
28 დეკემბერი 2015 14:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი