დავით უსუფაშვილი: თუ ეკა ბესელია ან ელისაშვილი, ან ვინმე სხვა ნაწყენია, ცივი წყლის დალევის გარდა ვერაფერს ვურჩევ
28-12-2015, 00:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ე.წ. შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ეს ყველაფერი მძაფრსიუჟეტიან დეტექტიურ სერიალს დაემსგავსა და სიმართლის გარკვევას საკითხის პოლიტიზებამ ხელი შეუშალა".


შეწყალების სკანდალზე დასმული კითხვის - "ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ წელიწად-ნახევრის წინ თქვენც მოგაწოდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი დეპუტატი დაჟინებით ითხოვდა "კოკაინის საქმის" ფიგურანტების შეწყალებას" - უსუფაშვილმა "კვირის პალიტრას" განუცხადა:



"ელისაშვილს ჩემთვის რომ მოეწოდებინა ინფორმაცია, პროკურორს საქმის კურსში ჩავაყენებდი. მაშინ არ ვიცოდი, რომ ელისაშვილი მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს შეხვდა. ეს ყველაფერი მძაფრსიუჟეტიან დეტექტიურ სერიალს დაემსგავსა და სიმართლის გარკვევას საკითხის პოლიტიზებამ ხელი შეუშალა. მანანა კობახიძის შემთხვევაში ღია კარს ვამტვრევთ. 2011 წელს, როდესაც რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ვიყავი, კობახიძემ მე მომმართა კითხვით, რა კავშირი ჰქონდა ნუგზარ ბოჭორიშვილს ჩვენს პარტიასთან, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი შეწყალებაზე ოფიციალური რეკომენდაციაც გაგზავნა. ვიღაცები გაიძახიან, "კოკაინის საქმეზე" დაკავებულების შეწყალების მოთხოვნა როგორ იკადრაო. ციხეში ყველა პატიმარს კონკრეტული დანაშაულის გამო აქვს მუხლი წარდგენილი. აქ საქმე სხვაგვარადაა, კერძოდ, ერთი ადამიანი თვლის, რომ პატიმარი შესაწყალებელია, მეორე კი ფიქრობს, რომ არ არის შესაწყალებელი. კომისიაც იმისთვის არსებობს, ვიღაცის განცხადებას დაეთანხმოს და ვიღაც უარით გაისტუმროს. შეწყალების სკანდალში მხოლოდ ქრთამის საკითხია გასარკვევი, რაზეც, თუ ვინმეს კონკრეტული ინფორმაცია აქვს, დროულად უნდა განაცხადოს. ელისაშვილმა იქნებ ისიც გვითხრას, რა შინაარსის წერილები მისწერეს. თუ გამოძიებით კონკრეტული დანაშაული არ დადგინდება, ჭორის საფუძველზე დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევა სწორი არ იქნება. ჩემს მეორე მოადგილე გია ბარამიძესთანაც უამრავი კითხვა აქვთ, მის გადაყენებას რატომ არ მთხოვენ? თუ მანანა კობახიძის წინააღმდეგ იმაზე მეტი მოისმინა ვინმემ, ვიდრე გია ბარამიძეზე ან თუნდაც ზვიად ძიძიგურზე? ძიძიგური სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა და, შესაძლოა, ვიღაცები დღესაც ფიქრობენ, რომ მან 90-იან წლებში სასტიკი დანაშაული ჩაიდინა და სიკვდილს იმსახურებს. საკუთარ თავზეც ყოველდღე ისეთ ამბებს ვიგებ, ჭორებს ყურადღება რომ მივაქციო, პარლამენტის თავმჯდომარეობა კი არა, სადმე უნდა გადავიხვეწო", განაცხადა დავით უსუფაშვილმა და შეკითხვის - მანანა კობახიძეზე ბევრი რამ თქვით, ეკა ბესელიაზე კი არაფერს ამბობთ, რატომ? - ასეთი რამ თქვა:



"როცა ადამიანები ორთაბრძოლაში არიან ჩართულნი, ყოველთვის ელიან, რომ ვიღაც მათ მხარს დაუჭერს. მე სიმართლის მხარეს ვარ. თუ ეკა ბესელია ან ელისაშვილი, ან ვინმე სხვა ნაწყენია, ცივი წყლის დალევის გარდა ვერაფერს ვურჩევ," აღნიშნა დავით უსუფაშვილმა გამოცემასთან ინტერვიუში.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი