პარლამენტში დღეს მინისტრების მოვალეობის შემსრულებლებსა და პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, გიორგი კვირიკაშვილს ელოდებიან
28-12-2015, 01:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტში დღეს, 13:00 საათზე, მინისტრების მოვალეობის შემსრულებლებსა და პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, გიორგი კვირიკაშვილს ელოდებიან.


მთავრობის წევრებს ჯერ კომიტეტების სხდომებზე მოუსმენენ, რის შემდეგაც მათ ცალ-ცალკე შეხვდებიან უმრავლესობის, უმცირესობისა და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები.


დღესვე გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას სახელწოდებით - „ძლიერი, დემოკრატიული ერთიანი საქართველოსთვის“ წარუდგენს, რომელსაც კენჭს ხვალ უყრიან.


ხვალ ასევე, მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებას უნდა უყარონ კენჭი.


პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს გადაუგზავნა. მინისტრთა ახალ კაბინეტში ძველი შემადგენლობა სრულად იქნება წარმოდგენილი, ერთადერთი გამონაკლისი კი საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჯანელიძეა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი