ლევან ბერძენიშვილი: ცვლილებები იქნება აუცილებლად... ძალოვანებში მდგომარეობა ნორმალურად გვაქვს და ფინანსებში ცუდად
28-12-2015, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "რესპუბლიკური პარტიიდან", ლევან ბერძენიშვილი დაჟინებით ირწმუნება, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები აუცილებლად მოხდება. მისი აზრით, ძალოვანი უწყებები უწყებები კარგად მუშაოებენ, ხოლო ფინანსური კუთხით ცუდი მდგომარეობაა. ამის შესახებ ბერძენიშვილმა დღეს ჟურნალისტებს პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.


"ცვლილებები იქნება აუცილებლად და შეიძლება ძალიან სერიოზული ცვლილებებიც წარმოადგინოს, ვინაიდან ნებისმიერი ადამიანი თავისი მუშაობის სტილის განსასაზღვრავად განსაზღვრავს თავის გუნდს არა მხოლოდ იმ პრინციპებით, ვინ არის კარგი და ვინ არის  ცუდი, არამედ კიდევ ვიმეორებ, იმ თვალსაზრისით, ვინ უკეთესად შეძლებს საქმის გაკეთებას მასთან ერთად. ჩემი აზრით, ცვლილებები უნდა შეეხოს იმ გუნდს, რომელსაც პრემიერი მიიჩნევს, რომ ცვლილებები იქნება სასარგებლო. იმის მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ ახლა, სად როგორი მდგომარეობა გვაქვს, იმიტომ, რომ ძალოვანებში სწორედ მდგომარეობა ნორმალურად გვაქვს და ფინანსებში ცუდად, ეს გასაგებია, მაგრამ მე მგონია უნდა მიეცეს საშუალება პრემიერ მინისტრს განსაზღვროს სად შეუძლია და როგორ შეუძლია გამოასწოროს ვითარება იმ კადრებით, რომელიც მას ჰყავს და რომელიც მას ეყოლება," აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი