ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრობის კანდიდატი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ სამინისტროს მთავარ პრიორიტეტად ისევ კერძო სექტორზე ორიენტირებულობა რჩება.
,,ეკონომიკის სამინისტროს მთავარი პრიორიტეტები არის და დარჩება კერძო სექტორზე ორიენტირებულობა. კერძო სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი და მისი სტიმულირება, როგორც პოლიტიკის დონეზე, ასევე ინსტრუმენტის დონეზე იქნება რა თქმა უნდა ჩვენი ძირითადი ამოცანა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ როგორც ვაჭრობის პოლიტიკის გამტარებელი უწყება, ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმები მოვიპოვოთ სხვადასხვა ქვეყნებიდან თუ სავაჭრო ბლოკებიდან იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაწარმოები პროდუქცია თუ მომსახურება დაუყოვნებლად შევიდეს სხვა ქვეყნებში. ასევე ხელს შევუწყობთ ინოვაციების განვითარებას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.