"რუსეთი თურქეთის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებას გეგმავს" - განცხადება ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, არკადი დვორკოვიჩმა ტელეკომპანია "Россия 24"-თან საუბარში გაკეთა.
"მიგვაჩნია, რომ არამეგობრულ ქმედებებზე ადეკვატური პასუხი საჭიროა. ასეთი პასუხის გაცემა დაწყებულია. იქნება შემდგომი ნაბიჯებიც, რომლის შესახებ განცხადება გაკეთდება"- აღნიშნა დვორკოვიჩმა.
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა 24 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა. თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური მოსკოვი თურქეთის საზღვრის დარღვევას უარყოფს. რუსეთმა თურქეთთან სამხედრო კონტაქტები უკვე გაწყვიტა და უვიზო რეჟიმიც გააუქმა. ბოსტნეული, ხილი და ნედლეული რუსეთში 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ვეღარ შევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.