ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას ეხმაურება კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი, რომელიც აღნიშნულ ფაქტს "სამარცხვინოს" უწოდებს.
"მე არ მომწონს მურისიძე და მიმაჩნია, რომ მისი არჩევა სამარცხვინო არჩევაა საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ამ პროცესში ვერ ჩავერევით და სწორედ ის მოთხოვნა, რომ არიქა ან აღმასრულებელი ან საპარლამენტო ხელისუფლება ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლებაში, არის მოთხოვნა არის ძალიან გულუბრყვილო, არასწორი, არადემოკრატიული. დიახ, დემოკრატიის ყველა წესების დაცვით მოხდა ცუდი ადამიანის, სამარცხვინო მურუსიძის არჩევა. მე მრცხვენია ყველა მოსამართლის ნაცვლად, მაგრამ ჩვენ მათ ვერაფერს ვერ ვეტყვით. მე მაგალითად, ვინც მურუსიძე აირჩია, ყველა ის ადამიანი მიმაჩნია უღირს პიროვნებად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩავერიოთ მათ გადაწყვეტილებაში," განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.