კოალიცია "ქართული ოცნება" გარდაბნის მინიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში კანდიდატად ვეტერანი ფეხბურთელის, ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის გოჩა ჯამარაულის წარდგენას აპირებს. ეს ინფორმაცია guardian.ge -სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.
რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში, ექსპერტის მამუკა არეშიძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავდა.
არეშიძემ მაშინ განაცხადა, რომ მან "ქართული ოცნებისგან" არჩევნებში მონაწილეობის შეთავაზება მიიღო, რაზეც თანხმობა განაცხადა.
არეშიძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" სახელით გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს, თუმცა მან არჩევნები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილ თემურ ფეიქრიშვილთან წააგო.
არეშიძემ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გარდაბანში მონაწილეობა მიიღო და ,,საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის'' სიით საკრებულოს წევრიც გახდა, მაგრამ მან დეპუტატობაზე უარი თქვა და მის ნაცვლად საკრებულოში სიის მეორე ნომერი, გელოვანი მოხვდა.
მამუკა არეშიძის წარმდგენ პარტიას 2014 წელს გარდაბნის გამგებლის პოსტზე ტელმან გასანოვი ჰყავდა დასახელებული. გასანოვმა, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გარკვეული პერიოდი პატიმრობაში იმყოფებოდა, არჩევნებში ხმების უმნიშვნელო რაოდენობა მიიღო.
როგორც ცესკო-ში guardian.ge-ს განუცხადეს, 2016 წლის 28 იანვრის არჩევნებში სულ დარეგისტრირდა სამი პოლიტიკური პარტია, ესენია: კოალიცია „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“. აღნიშნულ პარტიებს კანდიდატურების წარდგენის ვადა 29 დეკემბრის 00:00 საათამდე აქვთ.
ამის შემდეგ, პარტიების მიერ წარდგენილი პირების დარეგისტრირება ცესკო-ს მიერ მოხდება.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე წარადგინა გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი. მათი მხრიდან ამ პოსტის დასაკავებლად ბესიკ კახაბრიშვილი იბრძოლებს. აღნიშნული ინფორმაცია guardian.ge -ს გარდაბნის #21-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რამაზ ბუდაღაშვილმა დაუდასტურა.
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 9 დეკემბრის N09/12/01 განკარგულების საფუძველზე, გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები 2016 წლის 28 იანვარს გაიმართება.
რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, გარდაბნის პირდაპირი წესით არჩეული გამგებლის, გარსევან ნიორაძის გარდაცვალებამ განაპირობა.
კანონის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნებში გამგებელი შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით აირჩევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.