მიხეილ ჯანელიძე: ჩემი უპირველესი ამოცანა სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა იქნება
28-12-2015, 04:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მისი უპირველესი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოების საგარეო საფრთხეებიდან დაცვის უზრუნველყოფა იქნება.

 

 

 

აღნიშნულის შესახებ ჯანელიძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

 

 

 

"საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტები და ამოცანები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის პროგრამის მიერ. ჩემთვის უპირველესი ამოცანა იქნება ქვეყნის უსაფრთხოების საგარეო საფრთხეებიდან დაცვის უზრუნველყოფა. ეს იქნება სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელია იმ მიმართულებების აქტიური, თანმიმდევრული გაძღოლით, რასაც ჰქვია ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის გზა, რომელიც არჩეულია ჩვენი ხალხის მიერ და არჩეულია იმიტომ, რომ ეს გზა ახლოსაა ჩვენს ღირებულებებთან და ჩვენს აღქმასთან", - განაცხადა ჯანელიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი