ემზარ კვიციანს საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავებენ
26-02-2014, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავებენ.

 


ემზარ კვიციანი საქართველოში დაბრუნებას 27 თებერვალს, 16.00 საათისთვის აპირებს. იგი წლების განმავლობაში იძებნებოდა და მას ქართველი სამართალდამცველები სწორედ ძებნილის სტატუსით დააკავებენ.

 

 

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულ ემზარ კვიციანთან დახვედრას თბილისის აეროპორტში მისი ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აპირებენ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ემზარ კვიციანის დამ, ნორა კვიციანმა თხოვა ხელისუფლებას, რომ არ დააპატიმრონ აეროპორტში ჩამოფრენილი მისი ძმა, რადგან იგი მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

 

 

შევარდნაძის ხელისუფლების სახელმწიფო რწმუნებული კოდორის ხეობაში, პოლკოვნიკი ემზარ კვიციანი 2006 წლის ივლისის ბოლოდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი