საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ უბნის ინსპექტორს გამომძიებლისა და ოპერატიული მუშაკის ფუნქციები აღარ ექნება.
"უბნის ინსპექტორი იქნება, როგორც ოჯახის მეგობარი და მას აღარ ექნება გამომძიებლისა და ოპერატიული მუშაკის ფუნქციები", - მღებრიშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ შსს-სთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება ოჯახში მომხდარ დანაშაულზე რეაგირება და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა; ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა - ამ სფეროში არსებული ნიშნულის შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება; ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და პრევენცია, ასევე, ცალკეულ დანაშაულთა გამოვლენა და მათზე რეაგირება.
"უწყებისთვის ასევე პრიორიტეტს წარმოადგენს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებათა სტანდარტის განუხრელი დაცვა და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთათვის არსებული პირობების შემდგომი გაუმჯობესება; შეურიგებელი ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ნარკოტრაფიკის აღკვეთა, სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ მიღწეული შედეგების შენარჩუნება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კონტროლი და საზოგადოებრივ წესრიგზე მათი ზეგავლენის შემცირება; პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნება და ამ მიმართულებით სამინისტროს მიდგომების კიდევ უფრო დახვეწა; საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა და მისი ჩართულობის გაზრდას დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის საქმეში. ჩვენი მიზანია საზოგადოებას სჯეროდეს პოლიციის, ენდობოდეს პოლიციას და თითოეული პოლიციელი გრძნობდეს მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან", - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.